რუსმა კუდიანებმა რუსეთის პრეზიდენტს მხარი დაუჭირეს

ოკულტისტურმა ორგანიზაციამ, “უძლიერეს კუდიანთა იმპერიამ”, რუსეთისა და პირადად პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მხარდასაჭერად ჩაატარა სპეციალური რიტუალი – “რიგგარეშე მაგიური წრე”.

“კუდიანთა იმპერიაში” გადაწყვიტეს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო არჩევნებში ხმათა 77 % მიიღო, მაინც საჭიროებს მაგიურ მხარდაჭერას.

მოსკოვის ცენტრში მდებარე ვილაში 5 თებერვალს – ზოგი ტაქსით და ზოგი მეტროთი – “მოფრინდა” რამდენიმე ათეული ქალი, რომლებიც საკუთარ თავს უწოდებენ მაგიური საქმიანობით დაკავებულ კუდიანებს.

“ვისაც ესმის თუ არ ესმის, ვინც ხედავს თუ ვერ ხედავს, ვინც იყო, არის და იქნება, ჩემს სიტყვას არ დაივიწყებს: აღსდექი სიდიადით, რუსეთის ძალავ, წარმართე ვლადიმირ პუტინის გზები სწორად და სამართლიანად – ჩემი სიტყვის შეწევნით”.