“რუსთავი 2-ის საინფორმაციო კურსის შეცვლა იქნება ქვეყნისთვის დიდი დარტყმა”-დავით დვალი

“რუსთავი 2-ის საინფორმაციო კურსის შეცვლა იქნება ქვეყნისთვის დიდი დარტყმა”-ამის შესახებ “რუსთავი 2-ის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა  პარლამენტში დეპუტატებთან შეხვედრაზე  განაცხადა.

“ჩვენი პოზიცია ოფიციალური არის ასეთი ჩვენ ვთვლით დაუშვებლად რუსთავი2-ის როგორც თავისუფალი სიტყვის ფლაგმანის გაჩუმებას, რუსთავი 2-ის საინფორმაციო კურსის შეცვლა იქნება ქვეყნისთვის დიდი დარტყმა, კრიტიკული ტელევიზია ეხლა ჰაერივით სჭირდება ქვეყანას, უკიდურესად მნიშვნელოვანია ქვეყანაში შენარჩუნდეს თავისუფალი სიტყვა.

ხაზს ვუსვამთ რომ გვაქვს  რაღაც წითელი ხაზი, რომლის იქითაც  ვერანაირ წინადადებას ვერ მივიღებთ. თუ არ იქნება ჩვენ ხელში ბერკეტი და გარანტია იმისი რომ რუსთავი 2 შეინარჩუნებს თავისუფალი სიტყვის ფლაგმანის როლს ჩვენ არ მივიღებთ არანაირ წინადადებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩავთვლით რომ რუსთავი 2 კიდევ ერთხელ წაგვართვეს”-განაცხადა დვალმა.

დვალის ამ განცხადებას დარბაზში დეპუტატების ხმრიდან ტაში მოჰყვა. 

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატები და ოპოზიციონერი დეპუტატები „რუსთავის 2“-ის დამფუძნებლებს – დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს ხვდებიან.