რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება გამოაქვეყნა

სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ძმები ყარამანიშვილების საჩივრის განხილვა დაუშვებლად ცნო. შესაბამისად 18 ივლისს გამოტანილი ვერდიქტი ძალაში რჩება და გადახედვას არ ექვემდებარება. გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლომ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.

საქმის განხილვა ტელეკომპანიის ყოფილმა მფლობელებმა ლევან და გიორგი ყარამანიშვილებმა მოითხოვეს.

18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ “რუსთავი 2”-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლი არ დარღვეულა.