ირაკლი იმნაშვილის მეუღლე ნათია აბრამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მართვის ეფექტურობის სპეციალისტად მუშაობს. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ადასტურებს.
“ნათია აბრამია არის მართვის ეფექტურობის სპეციალისტი. ამჟამად ნათია აბრამია კონსულტაციას უწევს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, მოწვეული სპეციალისტის რანგში”, – განაცხადეს ადმინისტრაციაში.
ჟურნალისტი ნათია აბრამია 2007 წელს დიდ ბრიტანეთში ქმართან, ირაკლი იმნაიშვილთან ერთად საცხოვრებლად წავიდა და მასთან ერთად BBC-ში მუშაობდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ “რუსთავი 2–ის” საინფორმაციო სამსახურის უფროსად არხის დირექტორმა პაატა სალიამ ირაკლი იმნაიშვილი წარადგინა. მათ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, სადაც სალიამ განაცხადა, რომ მართალია არხი ბევრმა ჟურნალისტმა დატოვა პროტესტის ნიშნად, თუმცა “რუსთავი 2” კარი ღიაა ყველასვის, ვინც ემოციურ ფონზე მიიღო ნაჩქარევი გადაწყვეტილება.