რუსთავში გაზის გამათბობელი აფეთქდა – არიან დაშავებულები

რუსთავში, მაიაკოვსკის ქუჩაზე მდებარე კორპუსის ბინაში გაზის გამათბობელი აფეთქდა. შემთხვევის შედეგად დაშავებულია 29 წლის ქალი და მისი ორ მცირეწლოვანი შვილი.

დაშავებულები კლინიკა „რუსთავში“ არიან გადაყვანილები. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა და „სოკარ ჯორჯიას“ წარმომადგენლები.