რუსთავში მაღაზია დააყაჩაღეს

რუსთავში მაღაზია დააყაჩაღეს. „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, VIII მიკრორაიონში მდებარე სურსათის ერთ-ერთ მაღაზიაში 2 მამაკაცი  ყაჩაღობის მიზნით შეიჭრა.

ახალგაზრდებმა მაღაზიის გამყიდველს,იარაღის მუქარით თანხა მოსთხოვეს. არსებული ინფორმაციით, მაღაზიიდან წაღებულია 1300 ლარი.

ადგილობრივების თქმით, მძარცველები ადგილზე მისული პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და მიმალვა სცადეს.

დევნა XX მიკრორაიონში გაგრძელდა, რასაც ქუჩაში ხმაური მოჰყვა. მოგვიანებით პოლიციამ ორივე მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავა.