საჩხერეში მოთავსებულ პაციენტს, რომელზეც ინფიცირების ეჭვი არსებობდა, კორონავირუსი არ დაუდგინდა

საჩხერის სამედიცინო ცენტრში მოთავსებული პაციენტის ანალიზის პასუხი უარყოფითია. მასზე კორონავირუსის ეჭვი მას შემდეგ გაჩნდა, რაც დაინფიცირებულ პირთან ჰქონდა შემხებლობა.

ახალგაზრდა მამაკაცი ორ კვირიან საკარანტინო პერიოდს საჩხერის სასტუმროში აგრძელებს. კლინიკის დირექტორის, მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, სიმპტომების და გართულებების გარეშე მიმდინარეობს ბოქსირებულ პალატაში მოთავსებული კორონავირუსის მქონე 3 პაციენტის მკურნალობა.

საჩხერის კარანტინში ამჟამად 41 მოქალაქე იმყოფება.

საქართველოში ინიფიცირებულია 30 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 439 პაციენტი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 64 .