საერთაშორისო მარათონთან დაკავშირებით ხვალ თელავი-შაქრიანის გზაზე მოძრაობა შეიზღუდება

საერთაშორისო მარათონთა – „მსოფლიო რბენა“ – დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, 5 მაისს, კახეთში, ლოპოტას გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გაყოლებით, დილის 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, თელავი-შაქრიანის საავტომობილო გზაზე, მდინარე ალაზნის ხიდამდე, მოძრაობა შეიზღუდება. ასევე, შეიზღუდება მოძრაობა თიანეთი-ახმეტა-ფშაველი-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის 69-ე კმ-დან 118-ე კმ-მდე.სატრანსპორტო ნაკადი იმოძრავებს ყვარელი-გიორგეთი-აფენი გურჯაანის დამაკავშირებელ შიდა საუწყებო გზაზე გურჯაანის შესასვლელამდე.