საფრანგეთის პარლამენტის დეპუტატი კორონავირუსით დაინფიცირდა

საფრანგთის პარლამენტის დეპუტატი ჟან-ლუკ რეიცერი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters- ი წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, 68 წლის პარლამენტარი ჰოსპიტალიზებულია და მისი მდგომარეობა მძიმეა. კორონავირუსით ასევე დაინფიცირებულია საფრანგეთის პარლამენტის სასადილოს ერთი თანამშრომელი.

ბოლო მონაცემებით, საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების 423 შემთხვევა დადასტურდა. 7 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 12 – გამოჯანმრთელდა.