საფრანგეთში კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა

საფრანგეთში COVID 19-ით ინფიცირებული ექიმი გარდაიცვალა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილების ექიმი იყო. იგი იმ დროს გარდაიცვალა, როდესაც ქალაქ ლილში სამკურნალოდ გადაიყვანეს.

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ის შაბათს გარდაიცვალა. ის სხვა დეტალებს მისი ვინაობის შესახებ, ოჯახის გადაწყვეტილების გამო არ ასაჯაროებს.

საფრანგეთში ამ დროისთვის კორონავირუსს 562 ადამიანი ემსხვერპლა, 14 449 კი ინფიცირებულია.