საფრანგეთში საავადმყოფოდან ათასობით სამედიცინო ნიღაბი მოიპარეს

კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე საფრანგეთში საავადმყოფოებიდან 11 ათასზე მეტი სამედიცინო ნიღაბი და 1400 ფლაკონი ანტისეპტიკური ხსნარი მოიპარეს. ამის შესახებ Le Figaro წერს.

გამოცემა წერს, რომ ქურდებში პოპულარობით ე.წ. ქირურგიული ნიღბები სარგებლობს. ისინი დაცვის უფრო მაღალი ხარისხით გამოირჩევიან.

შეგახსენებთ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, საფრანგეთში კორონავირუსისგან 9 პაციენტი გარდაიცვალა. ამ დრომდე ქვეყანაში ვირუსის 577 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.