საინტერესოა, როგორ დაუჭერენ ერთმანეთს მხარს ის ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს მოსაკლავად დასდევდნენ- გაჩეჩილაძე ოპოზიციაზე

,,ქართული ოცნების” დეპუტატი გია გაჩეჩილაძე ოპოზიციის საერთო კანდიდატებზე შეთანხმების პროცესს ეხმიანება და ამბობს, რომ ოპოზიციის წევრები ,,ერთმანეთს მოსაკლავად დასდევდნენ”, ამიტომ საინტერესოა, როგორ შეთანხმდებიან.

,,ძალიან საინტერესო, როგორ დაუჭერენ ერთმანეთს მხარს ის ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს მოსაკლავად დასდევდნენ და ისინი როგორ დათანხმდებიან იმას დაუჭირონ მხარი, ვისაც მათი მოკვლა უნდოდათ. ეს ძალიან საინტერესო თემაა, ამას შევხედავთ ალბათ და ძალიან ბევრს ვიცინებთ”, – აცხადებს გაჩეჩილაძე.

ოპოზიცია, მას შემდეგ რაც ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები შეწყვიტა, მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატების დაყენებაზე მსჯელობს. ,,ქართული ოცნება” მათ მოლაპარაკებების მაგიდაზე დაბრუნებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი არჩევნების არსებული, შერეული მოდელით ჩატარებას აპირებს.