რა ხსნარი გამოიყენეს პარლამენტში-“სირცხვილია” განმარტებას აკეთებს

მოძრაობა” სირცხვილია” პარლამენტში ხსნარის გამოყენებასთან დაკავშირებით, რამაც სხდომის გადადება გამოიწვია, განმარტებას აკეთებს.

მათი მტკიცებით, ხსნარი პარლამენტში გაშვებამდე გამოსცადეს და ის სრულად უსაფრთხოა. 

“საპროტესტო ხსნარი, რა თქმა უნდა, არის სრულიად უვნებელი და უსაფრთხო, არ არის ალერგიული და სუნის შეყნოსვისას არ გააჩნია გვერდითი ეფექტები. საჯაროდ გამოყენებამდე აღნიშნული ნივთიერება გამოიცადა საგანგებო პირობებში”-აღნიშნულია “სირცხვილიას” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.