სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში არსებული მდგომარეობის გამო განცხადება გაავრცელა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

„უკრაინის აღმოსავლეთში ინტენსიური საომარი მოქმედებების განახლება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევაა. შეშფოთებული ვარ ამ უკან გადადგმული ნაბიჯით. ვწუხვარ მოვლენების ტრაგიკული განვითარებით და ვიზიარებ უკრაინელი ხალხის ემოციებს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, დღეს, დონბასში პრორუსული შეიარაღებული ფორმირებები უკრაინის არმიას დაესხა თავს. თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 5 უკრაინელი სამხედრო.