პრეზიდენტ ზურაბიშვილის პირველი ვიზიტი ბრიუსელში

{{ARTICLEIMAGE}}
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბელგიაში პირველი ვიზიტის ფარგლებში ქართველ სტუდენტებს შეხვდა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სტუდენტები საქართველოს საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის ხედვით დაინტერესდნენ და სალომე ზურაბიშვილს იმ პრობლემების შესახებ ესაუბრნენ, რომლებიც მათ ბელგიაში სწავლისა და ცხოვრებისას ექმნებათ.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ქეთევან მახარაშვილის განცხადებით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ბელგიაში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა, რომლებსაც საქართველოსთან ურთიერთობა არ გაუწყვეტიათ, საქართველოს პრეზიდენტს სხვადასხვა საკითხებზე საკუთარი მოსაზრებები გააცნეს.

როგორც სტუდენტებმა აღნიშნეს, მათთვის მნიშვნელოვანი იყო იმის გაგება, როგორ ხედავს საქართველოს პრეზიდენტი ახალგაზრდობის როლსა და მისიას ქვეყნის ფარგლებს გარეთ – საქართველოს პოპულარიზაციის მიმართულებით და ასევე, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ქვეყნის განვითარების საქმეში. 

დაგეგმილია შეხვედრები NATO-ს გენერალურ მდივანთან და ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან, ასევე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, დონალდ ტუსკთან, ევროკომისიის პრეზიდენტთან, ჟან-კლოდ იუნკერთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, ანტონიო ტაიანისთან. საგარეო საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრები გაიმართება ევროპის კავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ფედერიკა მოგერინისთან და ევროკომისართან, მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში, დიმიტრის ავრამოპულოსთან.

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პირველი სამუშაო ვიზიტით ბელგიის დედაქალაქს 21 იანვარს ეწვია. პრეზიდენტი შეხვედრებს მართავს ევროკავშირსა და
NATO-ში.

NATO-ში საქართველოს წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე მიიჩნევს, რომ უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია თავად ის ფაქტი, რომ პრეზიდენტის პირველი ვიზიტის ფარგლებში ექნება შესაძლებლობა ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრებზე NATO-ს გენერალურ მდივანთან, და ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან, მიმოიხილოს ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უკავშირდება ნატო-საქართველოს დღის წესრიგს.

“პრეზიდენტს ექნება საშუალება, დეტალურად მიმოიხილოს, როგორც პოლიტიკური დიალოგის, ისე პრაქტიკულ განზომილებაში არსებულ საკითხთა ფართო სპექტრი. მიმდინარე წელი საკმაოდ დატვირთულია და მარტში გაიმართება ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნები, რაც შეხვედრებზე განსახილველ საკითხთა შორის იქნება”, განაცხადა ალექსანდრე მაისურაძემ.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, დონალდ ტუსკისთან, ევროკომისიის პრეზიდენტთან, ჟან-კლოდ იუნკერთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, ანტონიო ტაიანისთან. საგარეო საკითხებთან დაკავშირებით შეხვდება ევროპის კავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ფედერიკა მოგერინის და შეხვდება ევროკომისარს მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსს.