საოკუპაციო რეჟიმმა არჩილ ტატუნაშვილი მოკლა – სალომე ზურაბიშვილი

“ორი წლის წინ საოკუპაციო რეჟიმმა არჩილ ტატუნაშვილი მოკლა” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ორი წლისთავთან დაკავშირებით „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

„ორი წლის წინ, საოკუპაციო რეჟიმმა არჩილ ტატუნაშვილი მოკლა. დღეს ჩვენი ერი ამ დიდ ტრაგედიას იხსენებს. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ქვეყანა გაერთიანდება და მომავალში მსავსი ტრაგედიები აღარ მოხდება“,- წერს სალომე ზურაბიშვილი.

არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს ოკუპირებულ ახალგორში უკანონოდ დააკავეს, 23 თებერვალს კი ოკუპირებულ ცხინვალში წამებით მოკლეს.