საქართველოს ეკლესია ზიარების წესის შეცვლას არ განიხილავს

საპატრიარქოს პრესსპიკერი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს , რომ ეკლესია ზიარების წესის შეცვლას არ განიხილავს.

“1000 წელზე მეტია, ეს ტრადიცია არსებობს და ამ ხნის განმავლობაში ძალიან ბევრჯერ ყოფილა სხვადასხვა ეპიდემია. არასდროს ეკლესიას არ უმსჯელია, რომ რამე წესი შეეცვალა ზიარებასთან დაკავშირებით.

მე, როგორც სასულიერო პირი, სწორედ ამას ვამბობს, ღმერთი, ღმერთთან მიახლება არის უმთავრესი.

მე საზოგადოებას მოვუწოდებ, მაქსიმალურად გაითვალისწინონ ყველა ის რეკომენდაცია, რასაც იძლევა ჯანდაცვის სფერო, ექიმები, სპეციალისტები. უნდა ვიყოთ ფრთხილად, ავადმყოფობის შემთხვევში ზიარების საკითხი ინდივიდუალურად გადაწყდება, მივა მოძღვარი და აზიარებს მას. თუმცა, სხვა მხრივ, ზიარების წესის ცვლილებაზე ჩვენ მოლოდინი არ უნდა გვქონდეს”, – თქვა ჯაღმაიძემ.