საქართველოს მთავრობა სოციალურ ქსელში კორონა ვირუსთან დაკავშირებით ​რეკომენდაციებს ავრცელებს

საქართველოს მთავრობა სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეორეკომენდაციებს, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ არის შემუშავებული.

“კორონავირუსები წარმოადგენენ ვირუსების ოჯახს, რომელთაც შეიძლება გამოიწვიონ, როგორც ნაკლებად მძიმე დაავადება, მაგალითად-ჩვეულებრივი გაციება, ასევე, უფრო მძიმე დაავადებები მათ შორის-მძიმე, მწვავე რესპირაციული სინდრომი.

ახალი კორონავირუსი არის კორონავირუსების ახალი შტამი, რომლის იდენტიფიცირებაც ადრე ადამიანში არ მომხდარა.

კორონავირუსი გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს, ძირითადად ინფიცირებულ ადამიანთან ახლო კონტაქტის შემდეგ.

რეკომენდაციები, ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად: რესპირატორული ინფექციების მქონე ადამიანებთან კონტაქტისგან თავის არიდება, ხელების ხშირი დაბანა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ არსებობს პირდაპირი კონტაქტი დაავადებულ ადამიანთან, ან იმ გარემოსთან, სადაც სიმპტომების მქონე პაციენტი იმყოფებოდა; ქუჩაში ცხოველებთან ან/და ფერმერებთან დაუცველი კონტაქტის თავის არიდება; რესპირატორული ინფექციების მქონდე ადამიანის მიერ ხველის ეტიკეტის დაცვა; რესპირატორული ინფექციის მქონე პაციენტმა გამოიყენოს ნიღაბი, მიმართოს ექიმს და მოუყვეს მოგზაურობის ისტორია”,-ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ვიდეორეკომენდაციაში, რომელსაც მთავრობა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი დაუდასტურდა საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის მამაკაცს, რომელიც ქვეყანაში ირანიდან,აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა.