3 ტურისტი, რომლებსაც კორონავირუსი დაუდგინდათ, გუდაურში ერთ-ერთ რესტორანს რეგულარულად სტუმრობდნენ

გუდაურში მდებარე რესტორანი –  “მთვრალი ალუბალი“ და მისი თანამშრომელი ფეისბუქის გვერდზე წერენ, რომ  4 მარტს  გუდაურში 6 ჩეხი ტურისტი ჩავიდა რომელთაგან 3-ს  დღეს დაუდგინდა კორონავირუსი.  “მთვრალი ალუბალის” ინფორმაციაზე დაყრდნობით,  სამივე დაინფიცირებული ტურისტი ”მთვრალ ალუბალში”  რეგულარულად დადიოდნენ. 

შეგახსენებთ, რომ ჩეხ  3 ტურისტს კორონავირუსის სიმპტომები, მას შემდეგ გამოუვლინდა, რაც  საქართველოს საზღვრები დატოვეს და  სამშობლოში დაბრუნდნენ. 

“მეგობრებო,დღეს დაგვირეკეს დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან და შეგვატყობინეს, რომ 4 მარტს გუდაურში ჩამოვიდა 6 ჩეხი ტურისტი, რომელთაგან 3-ს დღეს აღმოაჩნდა კორონა ვირუსი. ამ ტურისტებმა გამოკითხვის დროს აღნიშნეს, რომ ყოველ დღე დადიოდნენ რესტორან მთვრალ ალუბალში.

ჩვენ ყველანი ვართ თვითიზოლაციაში , რესტორანი დაკეტილია , 2 ჩვენი თანამშრომელი მაღალი სიცხით ელოდება კატასტროფის ბრიგადას … ვინც ამ დღეებში იყავით მთვრალ ალუბალში, გთხოვთ იზრუნოთ თქვენს და თქვენი გარშემომყოფების ჯამრთელობაზე, გთხოვთ, რომ მიმართოთ კონსულტაციისთვის სამედიცინო დაწესებულებას… იმედს ვიტოვებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და არავის არაფერი არ აღმოგვაჩნდება … გისურვებთ ჯანმრთელობას“– წერს მთვრალი ალუბლის ფეიბუქ გვერდზე რესტორნის თანამშრომელი.

შეგახსენებთ, რომ კვირას საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 33 მდე გაიზარდა. ბოლო სამი შემთხვევის დადასტურების შემდეგ ოფიციალურად არ დასახელებულა დაინფიცირებულთა მოქალაქეობა. მინიშნებით ითქვა მხოლოდ ის, რომ ისინი ტურიზმს უკავშირდებოდნენ.

შესაბამისად, თავდაპირველად ბუნდოვანი იყო 3 ჩეხი ტურისტი ირიცხებოდა თუ არა საქართველში ინფიცრებულთა საერთო სტატისტიკაში.  თუმცა ახლახან გახდა ცნობილი რომ  მათ კორონავირუსი სამშობლოში დაბრუნებისას გამოუვლინდათ.

შენიშვნა: ნიუსის თავდაპირველი სათაური იყო “საქართველოში ბოლო სამი ინფიცირებული ტურისტია, რომლებიც გუდაურის ერთ–ერთ რესტორანში რეგულარულად დადიოდნენ ”. სათაური დაზუსტდა კონტექსტის უკეთ აღსაქმელად.