საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 67-ს მიაღწია

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 67-მდე გაიზარდა.

ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის, კარანტინში 3320 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 235 პირია. 67 ინფიცირებულიდან 9 გამოჯანმრთელდა.