საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 12–მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების უკვე  12 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გევრდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. თუმცა დეტალები არ კონკრეტდება.

ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით,  კარანტინის რეჟიმში 140 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 42 ადამიანი.