“საქართველოში რუსეთის დელეგაციის ყოფნის დრო არ შემცირდება”-გავრილოვი

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისი ასამბლეის პრეზიდენტი და რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი რუსულ  გამოცემა Ria-ს განუცხადა, რომ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ყოფნის დრო არ შემცირდება.

“ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ და ჩვენ მხარს გვიჭერებ დელეგაციები იორდანიიდან, ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან… ჯერჯერობით ყველაფერი გეგმის მიხედვით იქნება, არაფრის შემცირებას არ ვაპირებთ, სანამ დღის წესრიგს არ განვიხილავთ”, — განაცხადა გავრილოვმა.

პარლამენტში ასამბლეის შეწყვეტის შემდეგ სერგეი გავრილოვმა განაცხადა, რომ ეს არის უმსხვილესი საერთაშორისო ფორუმის ჩაშლის უვარგისი მცდელობა.

გუშინ სერგეი გავრილოვმა განაცხადა, რომ “2008 წლის ომი ისტორიაა, რომლისგანაც გაკვეთილები უნდა ვისწავლოთ”. მანვე აღნიშნა, რომ ეს იყო უსიამოვნება, რომლის “ინიციატორები ახლა საქართველოში არ იმყოფებიან”.

დღეს, 20 ივნისს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში რუსი დეპუტატები საქართველოს პარლამენტში მივიდნენ. ასამბლეის წევრი, სერგეი გავრილოვი პარლამენტში, ირაკლი კობახიძის სავარძელში ჩაჯდა და სხდომა წაიყვანა. სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია ოპოზიციონერი დეპუტატებისა და მოქალაქეების პროტესტი. აქციის მონაწილეების ნაწილი სასტუმრო სასტუმრო „რედისონთან“ არის შეკრებილი. მივიდნენ. ანტისაოკუპაციო მოძრაობის ” ძალა ერთობაშიას” ხელმძღვანელის დავით ქაცარავას თქმით, ისინი დააზუსტებენ რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ადგილსამყოფელს. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, სასწრაფოდ დატოვოს რუსმა დეპუტატმა საქართველო.

„ერთადერთი, რაც დარჩათ, არის პარლამენტის შენობაზე რუსეთის დროშის აღმართვა და რუსეთის ჰიმნის აჟღერება”,-აცხადებს დავით ქაცარავა.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, სასწრაფოდ დატოვოს რუსმა დეპუტატმა საქართველო.