სასწავლო დაწესებულებები დაიხურა – იტალიაში კორონავირუსის 16 შემთხვევა გამოვლინდა

იტალიაში კორონავირუსის ერთდროულად 16 შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.  

ვირუსის 14 შემთხვევა ლომბარდიის რეგიონში, ხოლო ორი შემთხვევა – ვენეტოში გამოვლინდა. დაინფიცირებულებს შორის 5 ექიმია. უმეტესობა გამოვლენილ ვირუსის შემთხვევებს შორის ისეთი ადამიანები იყვნენ, რომლებიც ჩინეთში არ ყოფილან.

ხელისუფლებამ იმ ქალაქებში, სადაც ვირუსი გამოვლინდა, სასწავლო დაწესებულებები დახურა, დანარჩენი მოქალაქეები კი შემოწმებას გადიან.

ჩინეთში დაავადებულთა რაოდენობა 76 288-ს შეადგენს, კორონავირუსს ქვეყანაში უკვე 2 345 ადამიანი ემსხვერპლა. ჩინეთის საზღვრებს გარეთ, 26 სახელმწიფოში უკვე 1 200-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, დაღუპულთა რაოდენობამ კი 8-ს მიაღწია.