სავარაუდოდ გრიპის ვირუსით, ორი ადამიანი გარდაიცვალა

{{ARTICLEIMAGE}}
სავარაუდოდ გრიპის ვირუსით, ორი ადამიანი გარდაიცვალა აჭარაში. 48 წლის ქალი კლინიკაში 12 იანვარს შეიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.  

კიდევ ერთი შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა, როდესაც ოჯახის მოთხოვნით, 33 წლის ახალგაზრდა ბათუმის რეფერალური საავადმყოფოდან თურქეთში, ტრაპიზონის კლინიკაში გადაიყვანეს. თავდაპირველად კი, ახალგაზრდა მაღალი სიცხით ინფექციურ კლინიკაში შეიყვანეს.