სფეისმა, პირველმა ციფრულმა ნეობანკმა აპლიკაცია განაახლა

{{ARTICLEIMAGE}}

აპლიკაციის შექმნის იდეა ახალგაზრდებს წელიწადნახევრის წინ გაუჩნდათ. მათი მიზანი იყო, შეექმნათ ისეთი საბანკო მომსახურება, რომელიც მომხმარებლებს აარიდებდა იმ მოსაწყენ პროცესებს, რომელიც ტრადიციული საბანკო სერვისებს ახასიათებს. 2018 წლის მაისში კი ბაზარზე სრულად ციფრული ნეობანკი გამოჩნდა.

მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ბანკის მომხმარებელი ხართ, სფეისში შეგიძლიათ გააერთიანოთ ყველა თქვენი საბანკო ბარათი ერთ აპლიკაციაში და გამოიყენოთ ისინი სასურველი ოპერაციის განსახორციელებლად. ბარათებს შორის გადარიცხვისთვის, სხვასთან ფულის გასაგზავნად მობილურის ნომრით ან მესენჯერებით, კომუნალურების გადასახდელად საკომისიოს გარეშე და ა.შ.

 

  • აპლიკაციას დაემატა პასპორტით რეგისტრაცია – აქამდე რეგისტრაციის გავლა მხოლოდ ახალი პირადობის მოწმობით იყო შესაძლებელი;
  • თუ აქამდე ინდ. მეწარმეებს არ შეეძლოთ სფეისში რეგისტრაცია, ახლა უკვე ეს შეზღუდვა მოხსნილია;
  • მომხმარებელი უკვე აქტიურად იყენებდა ნებისმიერ ბარათს შორის გადარიცხვის ფუნქციას, რომელიც 24 საათის განმავლობაში კვირის ნებისმიერ დღეს არის შესაძლებელი. ახლა სფეისს უკვე საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის ფუნქციაც დაემატა;
  • გამარტივდა ბარათის გააქტიურების პროცესი. აქამდე ბარათის გასააქტიურებლად აუცილებელი იყო მისი ბანკომატში მოთავსება. ახლა მისი გააქტიურება აპლიკაციიდან პაროლის მოთხოვნისთანავეა შესაძლებელი;
  • აპლიკაციას დაემატა ტრანზაქციების ისტორია და მომხმარებლის პროფილი;
  • შეიცვალა და გამარტივდა სესხის აღების პროცესი;

 

კომპანიაში ამბობენ, რომ პროდუქტის განვითარების მთავარი მონაწილე სწორედ მომხმარებელია და მათი კომენტარების და რეკომენდაციების ანალიზის მიხედვით იგეგმება ცვლილებები აპლიკაციაში.