სოციალურ ქსელში გავრცელდა სქრინი, სადაც პიცერია “ლოკალინო” საკურიერო მომსახურების „გლოვოს” თანამშრომლებს მოუწოდებს რომ შეკვეთებს ისინი გარეთ დაელოდონ. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა.
“საღამო მშვიდობისა გლოვერებო, გთხოვთ, ლოკალინოს შეკვეთებს დაელოდოთ გარეთ. შეგიძლიათ იკითხოთ რა დროში დამზადდება თქვენი შეკვეთა, თუმცა გთხოვთ შეკვეთას გარეთ დაელოდოთ. შეკვეთა როდესაც დამზადდება თანამშრომლები თავადვე მოგაწვდიან პროდუქციას.” – წერია ლოკალინოს შეტყობინებებში, რომელიც გლოვოს თანამშრომლებს გაუგზავნეს.