შოთაძეს სახლში წასასვლელად მეორე განცხადების დაწერა აუცილებლად მოუწევს- გიორგი ვაშაძე

,,ახალი საქართველოს” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ირაკლი შოთაძეს მეორე განცხადების დაწერა აუცილებლად მოუწევს, როგორც ეს პირველ ჯერზე გააკეთა, ამისთვის ვადას ოქტომბრამდე აძლევს.

მისი თქმით, შოთაძის ერთადერთი ღირსება ივანიშვილის ერთულება და მისი ყველა დავალების შესრულებაა.

,,ირაკლი შოთაძე – ეს უბრალოდ სახელი და გვარია, მისი ერთ-ერთი ღირსება და დამსახურება ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ლიდერების უშუალო ერთგულება და ყველა დავალების შესრულებაა. სწორედ ეს არის ერთადერთი პრინციპი, რითაც შეარჩიეს, არც კონკურსი და არც არაფერი ყოფილა.

ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა სამოქალაქო სექტორთან, სადაც შევთანხმდით, რომ ოქტომბერში „ქართული ოცნების“ დამარცხებისთანავე, გენერალური პროკურორების შერჩევის სრულიად ახალ სისტემას შევიმუშავებთ, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ მისცემს ქვეყანას გარანტიას, რომ პოლიტიკურად მოტივირებული და კონტროლირებადი ადამიანი პროკურატურის სისტემის ხელმძღვანელი არ იქნება. ასე, რომ ბატონ შოთაძეს ოქტომბრამდე ვადას ვაძლევ, მას სახლში წასასვლელად მეორე განცხადების დაწერა აუცილებლად მოუწევს, ისევე როგორც პირველ ჯერზე გააკეთა – მყისიერად და სწრაფად. ცოტა დრო გაქვთ, ყველა უკანონობა დავალებაზე ხელს ნუ მოაწერთ“, –აცხადებს გიორგი ვაშაძე.

გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე უსმენენ. მის კანდიდატურას კენჭს ხვალ უყრიან.