“შოთაძის სისხლიანი გზა”- პარლამენტთან აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობს ( ფოტოები)

პარლამენტის შესასვლელთან სამოქალაქო აქტივისტები აქცია პერფორმანსს მართავენ. აქტივისტები ყოფილი გენერალური პროკურორის და ახლა გენერალური პროკურორობის კანდიდატის, ირაკლი შოთაძის კანდიდატურას აპროტესტებენ.  

პარალელურად  კომიტეტის სხდომაზე “ევროპული საქართველოს” წევრები თინა ბოკუჩავა და ელენე ხოშტარია ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღბებით მივიდნენ და ირაკლი შოთაძეს ბიძინა ივანიშვილის მონა უწოდეს.

“მონა ხართ თქვენ. ჩახედეთ პოლიტპატიმრებს თვალებში”, – მიმართა ელენე ხოშტარიამ ირაკლი შოთაძეს.