შსს-მ 3 მოქალაქე თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო კარანტინში იძულებით გადაიყვანა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 3 მოქალაქე გამოავლინა, რომლებიც თვითიზოლაციის წესებს არღვევდნენ და ისინი კარანტინში იძულებით გადაიყვანა. მოქალაქეები ქუთაისში, ბათუმსა და მარნეულში გამოვლინდნენ.

„თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქის მიერ დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის (NCDC) გადაწყვეტილების შესაბამისად, პოლიცია უზრუნველყოფს პირის იძულებით კარანტინში მოთავსებას.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და პატივი სცეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის გადაწყვეტილებებს”,- წერია შსს-ს განცხადებაში.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ამჟამად 1000-მდე ადამიანია თვითიზოლაციაში. მათ მოუწოდებს, ნუ დაარღვევენ რეჟიმს.