შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერების დასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
„პარლამენტში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო სსკ 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს“, – განაცხადეს შსს-ში.
ამ წუთებში პარლამენტის სხდომათა დარბაზში შსს-ს ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. რომლებიც დაადგენენ თუ რა ნივთიერება დაასხეს სხდომათა დარბაზში.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ოპოზიციის წარმომადგენელმა სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერება შეიტანა და დაასხა, რის გამოც, დეპუტატებმა დარბაზი დატოვეს.