შვეიცარიაში კორონავირუსით პირველი პაციენტი გარდაიცვალა

შვეიცარიაში კორონავირუსით პირველი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი 74 წლის ქალია. ამის შესახებ  ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.გამოცემის ინფორმაციით, ქალი საავადმყოფოში სამშაბათს მოათავსეს, ის მაღალ რისკჯუფში შედიოდა, რადგან ქრონიკული დაავადება ჰქონდა.

ბოლო მონაცემებით, შვეიცარიაში კორონავირუსის 100 შემთხვევაა დაფიქსირებული.