სიახლე ბათუმის სანაპიროზე-ეტლით მოსარგებლეებისთვის ფერადი ბილიკები დამონტაჟდა

წელს ბათუმში ფერად ბილიკებს შეხვდებით. წითელი, ყვითელი, ლურჯი და თეთრი გადასასვლელი ხიდების მონტაჟი ზღვის სანაპიროზე მიმდინარეობს. 

პარკის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ხის სპეციალური ბილიკები არდაგანის ტბამდე,  ყველა სექტორში კეთდება.

ზღვამდე ჩასასვლელი ხის კონსტრუქციები, კომფორტულად გადაადგილებისთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის დამონტაჟდა,  ასევე ბილიკით სარგებლობა პატარა ბავშვების საბავშვო ეტლებით გადასაყვანად არის მოსახერხებელი.

ხის საფეხმავლო ბილიკის მოსაწყობად ბათუმის ბულვარმა წელს 128 933 ლარი დახარჯა, გასულ წელს კი 41 ათას 902 ლარი. 

ზღვისპირა პარკის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ბულვარის პლაჟის სრული ადაპტაცია უახლოეს მომავალში მოხდება.