სკანდალური ვიდეო. პოლიციელი ასაჯაროებს ჩანაწერს, როგორ მფარველობს სტრუქტურა მინისტრის ძმას

პოლიციის მაიორი, გიორგი დვალიშვილი ასაჯაროებს ვიდეოს, რომელზეც ასახულია როგორ დააკავეს პოლიციელებმა  იმ დროისთვის შსს მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას ძმა ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე. თუმცა ის მალევე გაათავისუფლეს “ზემოდან“ მოსული ბრძანებით და მინისტრ გომელაურის   ჩარევით.

ინტერვიუ გიორგი დვალიშვილთან და მის მიერ გადაცემული ვიდეო მთავარი არხის საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა.
ვიდეომასალაზე ჩანს, რომ დაკავებული ვატო, იგივე კიტა იზორია პოლიციელებს ემუქრება. ასევა ჩანს, რომ მას პოლიციელები ბოდიშის მოხდით ათავისუფლებენ.

გიორგი დვალიშვილი ამბობს, რომ ამ ინციდენტის შემდეგ მასზე ტერორი დაიწყო– დააქვეითეს, შემდეგ სამეგრელოში გადასვლა შესთავაზეს და შემდეგ კადრების განყოფილებაში გადაიყვანეს.

ვიდეომასალა სამხრე კამერით არის გადაღებული და რამდენიმე საათიანია.

ცნობისთვის, დაკავებულ კიტა იზორიას ძმა ლევან იზორია იმ დროს შს მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.