სტამბოლის აეროპორტში არჩილ თალაკვაძე შემთხვევით მსოფლიო პატრიარქს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მსოფლიო პატრიარქს, ბართლომეოსს შეხვდა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და შეხვედრის ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს. 

„სტამბოლის აეროპორტში, ჩემთვის მოულოდნელად, მსოფლიო პატრიარქს ბართლომეოსს შევხვდი. თბილად მიგვიღო, დაგვლოცა და წარმატებები უსურვა საქართველოს.“- წერს არჩილ თალაკვაძე.