სტამბოლში თვითმფრინავი საფრენი ბილიკიდან გადავარდა და სამ ნაწილად გადატყდა (ვიდეო)

თურქეთში, სტამბოლში საბიჰა გიოქჩენის აეროპორტში ,,პეგასუს”-ის ავიახაზების ბოინგი დაშვებისას ბილიკიდან გადავარდა და სამ ნაწილად გადატყდა. დაშავებულია 120 ადამიანი.

CNN-ის ინფორმაციით, ბოინგში სულ 171 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა.

თურქეთის ტრანსპორტის მინისტრის მეჰმეთ ჯაჰიდ თურჰანის განცხადებით, ინციდენტის შედეგად დაღუპულები არ არიან. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თვითმფრინავს დაშვებისას ხანძარი გაუჩნდა.

აეროპორტი უბედური შემთხვევის შემდეგ დროებით დახურულია.