სვანეთისკენ მიმავალ გზაზე მანქანა ხევში გადავარდა. დაღუპულია ტურისტი

ჯვარი-მესტიის ცენტრალურ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას უცხოელი ტურისტი ემსხვერპლა.

ჩინელი ტურისტი, რომელიც საჭეს თავად მართავდა, ლახანის მონაკვეთთან გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხევში გადავარდა. ტურისტი  ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევის სავარაუდოდ ამინდის გაუარესება გახდა.

ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

ჩინელი ტურისტი საქართველოში ერთი თვის განმავლობაში იმყოფებოდა, ის სხვადასხვა რეგიონში მოგზაურობით იყო დაკავებული.