“ჭაობი უნდა დამთავრდეს“–გიორგი მარგველაშვილი მთაწმინდაზე ხმის მისაცემად მივიდა

მთაწმინდაზე დღეს არჩევნებში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ექსპრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა. ხმის მიცემის შემდეგ მან ჟურნალისტებისთვის კომენტარიც გააკეთა:

„დღეს მე ხმა მივეცი იმას, რომ დამთავრდეს პოლიტიკური ჭაობი და ერთფეროვნება ქართულ პოლიტიკაში იმისთვის, რომ მოვიდნენ პატრიოტი ადამიანები ხელისუფლებაში. ჭაობი უნდა დამთავრდეს, რომელმაც გაგვიბედა ჩვენ და გვითხრა, რომ ჯალათი არის მსხვერპლი და სიმართლისთვის მებრძოლი არის ავაზაკი. მთაწმინდელებს მინდა მოვუწოდო, რომ ვისაც გესმით და არჩევთ თეთრსა და შავს, ეს სიმართლე გადაიტანეთ საარჩევნო ბიულეტენზე და დააფიქსირეთ თქვენი არჩევანი“, – განაცხადა მარგველაშვილმა.