ჭორვილაში რეგისტრირებულ, შავ სიაში მყოფ კომპანიას წალკის მერიამ მილიონი გადაუხადა

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, ჭორვილაში რეგისტრირებულ, შავ სიაში მყოფ კომპანია ,,კ და გ”-ს წალკის მერიამ 4 ბაღის აშენებისთვის 1 მილიონი გადაუხადა.

ბაღების რეაბილიტაციის გამოცდახებულ ოთხივე ტენდერში შპს “კ და გ”-ს გაიმარჯვა. მას ჰყავდა კონკურენტები, რომელთაც მასზე დაბალი ფასი ჰქონდათ შეთავაზებული მუნიციპალიტეტისთვის, თუმცა ოთხივე შემთხვევაში ტექნიკური დოკუმენტაციის გამო მათი დისკვალიფიკაცია მოხდა.

სოფელ კიზილ-კილისასა და კოხტაში ბაღების მშენებლობა 280.9 და 289.0 ათასი ლარი დაჯდა, სოფელ არწივანისა და ავრანლოს ბაღების რეაბილიტაციაში კი ბიუჯეტიდან 309.6 და 106.6 ლარი გამოყვეს. ჯამში, სამუშაოები 986 100 ლარი დაჯდა.

უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო, დღემდე 4-დან არც ერთი ბაღი არ ფუნქციონირებს.

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, კომპანია “კ და გ”-ს, რომელიც 2016 წელს შესყიდვების სააგენტომ შავ სიაში შეიყვანა, 2014 წლიდან დღემდე 2 867 363 ლარის ღირებულების ტენდერები აქვს მოგებული, აქედან 11 გამარტივებული შესყიდვა.