ტელეკომპანია იბერიას საქმეზე ზურაბ ადეიშვილს პატიმრობა მიუსაჯეს

ზურაბ ადეიშვილს დაუსწრებლად 1,6 წლით პატიმრობა განესაზღვრა – თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „იბერიის“ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევის საქმეზე, ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანა, მას, ასევე თანამდებობის დაკავების უფლება 2 წლით აეკრძალა.

„ამნისტიის შესახებ კანონით” მას სასჯელი 1/4-ით შეუმცირდა და 1,6 წლით პატიმრობა განესაზღვრა, ხოლო თანამდებობის დაკავება აეკრძალა 2 წლით. ადეიშვილს სასამართლომ ოფიციალურად 2 წლით პატიმრობა შეუფარდა და 3 წლის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოართვა,

ამავე საქმეზე ბრალდებულ მის მოადგილეს 40 000 ლარი ჯარიმა განესაზღვრა, მას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო ჰქონდა შეფარდებული.

ადეიშვილსა და გიორგი ლაცაბიძეს ბრალი 2016 წელს, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით წაუყენეს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.