თალაკვაძეს ურჩევნია, რომ თავზე ლაფი დაისხას. მას შეურაცხყოფა მიაყენა ივანიშვილმა- სერგო რატიანი

,,ევროპული საქართველოს” წევრის, სერგო რატიანის თქმით, თალაკვაძეს ივანიშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა, რადგან აშშ-ში ვიზიტის დროს ის პარტნიორებს ჰპირდებოდა, რომ პოლიტიკური დევნა შეწყდებოდა და ვიზიტის დამთავრებამდე უგულავა დააპატიმრეს.

,,ღიად ჰქონდა ნათქვამი ივანიშვილს, რომ პროტესტი თუ არ შეწყდება ყველა, წავა ციხეში. თალაკვაძეს ურჩევნია, რომ თავზე ლაფი დაისხას. მას შეურაცხყოფა მიაყენა ივანიშვილმა.თალაკვაძე ამბობდა ჩვენს პარტნიორებთან, რომ დევნა შეწყდება და არ იყო ჩამოსული, როცა დააკავეს უგულავა. ეს არის მისი შეურაცხყოფა და თავზე ლაფის დასხმა. წაკითხვის და შინაარსის გამოტანის პრობლემა აქვთ. 30 წერილი იყო და უგულავას ყველა მიიჩნევს პოლიტიკურ პატიმრად”,- ამბობს სერგო რატიანი.

შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავა 10 თებერვალს დააპატიმრეს და 3 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. ამ ფაქტს მწვავე კრიტიკა მოყვა საერთაშორისო პარტნიორებისა და ოპოზიციის მხრიდან. უგულავას დაპატიმრება პოლიტიკურ დევნად შეფასდა.