“თავდაცვის მინისტრი ვარ”- ღარიბაშვილის პასუხი კითხვაზე, რას აკეთებს სახელმწიფო ტატუნაშვილის მკვლელების დასასჯელად (ვიდეო)

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ პასუხობს კითხვას იმის შესახებ, თუ რას აკეთებს სახელმწიფო არჩილ ტატუნაშვილის მკვლელების დასასჯელად. წილკანში ტატუნაშვილის ორიწლისთავზე ყოფნისას ეს კითხვა მას მთავარი არხის ჟურნალისტმა დაუსვა, რაზეც ღარიბაშვილმა უპასუხა:

“მე ვარ თავდაცვის მინისტრი და დიდი მადლობა”. 

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან დღეს ორი 2 წელი გავიდა. ის 2018 წლის 22 თებერვალს საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორში უკანონოდ დააკავა, რის შემდეგაც ცხინვალის იზოლატორში მოკვდა. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ტატუნაშვილს სიცოცხლისთვის შესაუბამო მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. მისი წამების ბრალდებით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებზე, დავით გურწიევსა და ალიკ ტაბოევზე ინტერპოლით ძებნაა გამოცხადებული.