თბილისის მეტროში, დიდუბე-ღრმაღელის მონაკვეთზე, მიწისზედა სივრცეში მატარებლის შუშა ქვით ჩაიმსხვრა და სამი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა 6 აგვისტოს, საღამოს საათებში მოხდა. ამის შესახებ ინფორმაცია თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დაადასტურეს.
მათივე ცნობით, დაშავებულთაგან ერთ-ერთი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ რომ, ვაგონს სავარაუდოდ, ქვა გარედან ესროლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 187-ე და 124-ე მუხლებით დაიწყო.