თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტს დეზინფექცია ჩაუტარდა (ფოტოები)

თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისის ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტი სპეციალური ხსნარებით მუშავდება.

აღნიშნული რეკომენდაცია თბილისის მერიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოსგან მიიღო.

დეზინფექცია უტარდება თბილისის მუნიციპალიტეტის სერვისცენტრებს, ბაგა-ბაღებსა და სახელოვნებო სკოლებს.