თბილისში არასრულწლოვნებმა საიუველირო მაღაზია გაქურდეს

თბილისში არასრულწლოვნებმა საიუველირო მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა პეკინის გამზირზე მოხდა. არასრულწლოვნებმა ჯერ შუშის კარი ქვით შეამტვრიეს, შემდეგ კი მაღაზიაში შეაღწიეს. მაღაზიიდან წაღებულია ძვირფასი სამკაულები.

ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია, თუმცა სავარაუდოდ ის 10 ათასობით ლარს აღწევს.