თბილისში დააკავეს ქალი, რომელც შვილებზე და ქმარზე ძალადობდა

პოლიციამ არასრულწლოვანი შვილებისა და ქმრის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით ქალი  დააკავა.
დაკავებული მოლდოვის მოქალაქე, 1986 წელს დაბადებული მ.შ. თბილისში დააკავეს.

შსს–ს ინფორმაციით არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ქალმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქმარს – 1986 წელს დაბადებულ ი.პ.-ს. და არასრულწლოვან შვილებს – 2004 წელს დაბადებულ მ.შ.-ს და 2010 წელს დაბადებულ ა.შ.-ს.

გამოძიებით, ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული ოჯახის წევრებზე სისტემატურად ძალადობდა.

გამოძიება არასრულწლოვნის თანდასწრებით, წინასწარი შეცნობით ორი ან მეტი არასრულწლოვნის და ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილი ოჯახში ძალადობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.