თბილისში, სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

თბილისში, გაფრინდაშვილის სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე, შუა ხნის ქალს დაეჯახა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის, მეექვსე ნაწილით დაიწყო.