თბილისში „საქართველოს ბანკის” ფილიალი დააყაჩაღეს.

თბილისში,საბჭოს მოედნის ტერიტორიაზე მდებარე „საქართველოს ბანკი“ დააყაჩაღეს. ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს. 

როგორც ცნობილია „საქათველოს ბანკის“ პრესსამსახურმა განაცხადა, რომ მომხდარის დეტალებზე ჯერჯერობით ინფორმაციას არ ფლობენ, თუმცა დაშავებული არავინ არის.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.