თელავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი მამაკაცი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა

თელავში მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების შეჯახების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა.

თელავი -ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე მოძრავი მსუბუქი მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და საპირისპიროდ მოძრავ სატვირთოს შეეჯახა.

შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა მსუბუქი მანქანის ორი მგზავრი, მძღოლი კი მძიმედ დაშავდა. 45 წლამდე მამაკაცი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში , რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

ექიმის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

გამოძიება 276 მუხლით მიმდინარეობს.