თელავში „ელიტ ელექტრონიქსის“ მაღაზია გაქურდეს

თელავში „ელიტ ელექტრონიქსი“ გაქურდეს.არსებული  ინფორმაციით, მაღაზიიდან წაღებულია ტექნიკა, მათ შორის  ძვირადღირებული მობილური ტელეფონები. ზარალის ზუსტ ოდენობას ითვლიან.

პოლიციას ფაქტზე არავინ დაუკავებია. დამანაშავის იდენტიფიკაციის მიზნით სათვალთვალო ვიდეო-კამერებიდან ამოღებულია  ჩანაწერები.