თეთნულდზე ჩეხი ტურისტი ზვავში მოჰყვა – მაშველები კიდევ ერთ ტურისტს ეძებენ

თეთნულდზე ჩეხი ტურისტი ზვავში მოჰყვა. მაშველებმა ამოიყვანეს  ზვავში მოყოლილი ტურისტი, რომელსაც ზედა კიდური ჰქონდა დაზიანებული. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა სტაციონარში გადაიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე კიდევ ერთი ადამიანის საძიებო ოპერაცია მიმდინარეობს. მაშველები სპეციალური ტექნიკის საშუალებით მუშაობენ.

ადგილზე იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ შემთხვევებზე რეაგირების სამაშველო ჯგუფი და ყველა შესაბამისი სამსახური.